სალომე სამადაშვილი ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

ნებისმიერი აქციის მოთხოვნები, შესაბამისად, უნდა იყოს გამაერთიანებელი, შედეგზე ორიენტირებული, არ უნდა აფრთხობდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს და არ უნდა შეყავდეს სიტუაცია ჩიხში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის არალეგიტიმურობის გზავნილი და გრიგოლ ვაშაძის გამოცხადება საქართველოს პრეზიდენტად ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

„დემოკრატიის დასაცავად ჩვენს ქვეყანაში საჭიროა ფართო გაერთიანება, პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფების და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ზეწოლა ივანიშვილზე. ნებისმიერი აქციის მოთხოვნები, შესაბამისად, უნდა იყოს: გამაერთიანებელი, შედეგზე ორიენტირებული, არ უნდა აფრთხობდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს და არ უნდა შეყავდეს სიტუაცია ჩიხში. სალომე ზურაბიშვილის არალეგიტიმურობის გზავნილი და გრიგოლ ვაშაძის გამოცხადება საქართველოს პრეზიდენტად არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. მსგავსი გზავნილები იყო კვირას გამართულ აქციაზე. მიმაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლა პროპორციულ წესზე გადასვლასთან დაკავშირებით, ამის შემდგომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, არის სწორი მოთხოვნა. ისიც, რაც საბოლოოდ ივანიშვილის და ერთპარტიული მმართველობის დამარცხებას სჭირდება ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ინაგურაციის დღეს დაგეგმილი აქციის გზავნილები მნიშვნელოვანი იქნება ამ ფართო ოპოზიციური ერთიანობის უზრუნველსაყოფად. ინაგურაციის პარალელურმა აქციამ არ უნდა შექმნას „ალტერნატიულ რეალობაში“ არსებობის აღქმა. ეს გახლავთ ჩემი პოზიცია, მათთვის, ვინც დამატებით განმარტება მთხოვა“, - წერს სამადაშვილი.

გუშინ სალომე სამადაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ „მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს“.

იხილეთ ვიდეო: სალომე სამადაშვილი ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.02.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა