ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით,  პროკურატურაში მერიის ყოფილი  თანამშრომლის დაკითხვა მიმდინარეობს

ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, ლანჩხუთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ნუგზარ ცინცაძეს ბათუმის პროკურატურაში კითხავენ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პირადობის მოწმობები „ლანჩხუთი პლუსის" რედაქციაში ნეკროლოგისთვის დასაბეჭდად წლების წინ მიიტანეს.

„უკვე გამჟღავნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს ტყუილს კახა ასკურავას ხელმძღვანელობით, ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას, საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. მეგობარმა მითხრა, რომ გაზეთ "ლანჩხუთი პლუსის" რედაქტორმა ქეთევან ნაკაშიძემ მიაწოდა დაახლოებული პირის საშუალებით კახა ასკურავას შავი პიარისთვის ისინი. ეს პირადობის მოწმობები რედაქციაში ნეკროლოგებისთვის იყო, წლების განმავლობაში გროვდებოდა. მე წყაროსაც დავასახელებ, ვინც ინფორმაცია მომაწოდა",- განაცხადა ნუგზარ ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი ქეთევან ვაშაკიძე და მარეხ ორაგველიძე გამოძიებამ გუშინ გამოკითხა. ისინი პროკურატურამ გამოკითხვაზე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებილი სიუჟეტის გასვლის შემდეგ დაიბარა.

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს მას შემდეგ გამოიკითხა, რაც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო