ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობების საქმეზე დაკითხული მერიის ყოფილი თანამშრომელი დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს

ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობების საქმეზე ლანჩხუთის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნუგზარ ცინცაძე ბათუმის პროკურატურაში დაიკითხა. როგორც მან განაცხადა, გამოძიებას საქმეში არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მედიასთან დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„ყველა ინფორმაცია რაც საჭირო იყო, გამოძიებას მივაწოდე. მედიასაშუალებით ბევრი ტყუილი გამომჟღავნდა, ეტაპობრივად კიდევ გახდება ბევრი რამ ცნობილი. ნათელია, რომ პირადობების გაცემა მოხდა კახა ასკურავასთვის, ეს მოვახსენე გამოძიებას. რაც შეეხება პიროვნებას, რომელმაც ეს ინფორმაცია მომაწოდა, ჯერჯერობით ვერ დავასახელებ და გამოძიებას დაველოდოთ. დეტალებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ",- განაცხადა ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი ქეთევან ნაშაკიძე გამოძიებამ გუშინ გამოკითხა. ისინი პროკურატურამ გამოკითხვაზე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული სიუჟეტის გასვლის შემდეგ დაიბარა.

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს მას შემდეგ გამოიკითხა, რაც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა.

იხილეთ ვიდეო: რა კომენტარს აკეთებს ლანჩხუთის მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიკითხა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა