გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება

„ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 დეკემბერს 11:30-დან 18:30 საათამდე დუშეთის რაიონის სოფლებში კაიშაურები, მთა ვარცლა, გუდაური და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, 10 დეკემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთის რაიონის სოფლებში: წეროვანი, ერედა, მილისწყარო, ფრეზეთი და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბონენტებს შეეზღუდებათ.

ამასთან, 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება ყაზბეგის რაიონის სოფელ სტეფანწმინდაში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა