სულხან სალაძე - საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატების მხრიდან ისეთი განცხადებები კეთდებოდა, რაც ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი იყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატების მხრიდან დიდწილად, ისეთი განცხადებები კეთდებოდა, რომელიც ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი იყო. ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით საია-ს შემაჯამებელი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით უფრო მეტი გამოწვევა და პრობლემა გამოიკვეთა.

„მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გაზრდილი იყო აგრესია, კანდიდატების მხრიდან ხშირად ვისმენდით ისეთ განცხადებებს, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან და დიდწილად, ეს ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი იყო. ზოგადად, დაძაბული ფონი შეიქმნა ქვეყანაში“, - აღნიშნა სულხან სალაძემ.

შემაჯამებელ ანგარიშში ასევე საუბარია არასამთავრობო სექტორის მიმართ „გაზრდილ აგრესიაზე“.

„სამოქალაქო საზოგადოების მიმართ აგრესია, პრაქტიკულად ყოველდღე გაზრდილია მათ შორის სოციალურ ქსელებში, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მხრიდან. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, როდესაც მან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ფაშისტები უწოდა.

რაც შეეხება გაუმჯობესების ნაწილს, მაგალითად, გენდერულ ნაწილში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ნამდვილად არის პროგრესი, თუმცა აქაც რჩება მთელი რიგი გამოწვევები. გარდა ამისა, ოჯახში ძალადობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ცხადია, გაზრდილია რიგი უწყებების კომპეტენცია და ამ ნაწილში მათი მოქმედება უფრო აქტიურია, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია, ჩვენ უფრო მეტი გამოწვევა გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ვიდრე პროგრესი“, - აღნიშნა მან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს