ოთარ დანელია - სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული მორატორიუმის გაუქმებაზე გადაწყვეტილებამ ბევრი უხერხულობა შექმნა

სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული მორატორიუმის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბევრი უხერხულობა შექმნა, ვისურვებდით, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ დამდგარიყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ განუცხადა.

„ის, რაზეც ახლა მიდის საუბარი, არის რისკის ვარაუდი. თეორიული რისკი მომდევნო 4 დღის განმავლობაში არსებობს, რამაც ბევრი უხერხულობა შექმნა. სასურველი იყო, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ასეთი გადაწყვეტილება არც გვქონოდა და ეს ერთკვირიანი დაძაბულობაც თავიდან იქნებოდა აცილებული“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ოთარ დანელიამ.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული ორგანული კანონის პროექტი მზად არის და ის პარლამენტს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ წარედგინება.

იხილეთ ვიდეო: სოფო კილაძე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით