გიორგი ვაშაძე - თქვენს წინაშე დგას საქართველოს მომავალი მთავრობა - 16 დეკემბერს რას ვაპირებთ, ნახავთ 16 დეკემბერს

16 დეკემბერს რას ვაპირებთ, ნახავთ 16 დეკემბერს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

ვაშაძის თქმით, მათი ძალა ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა და ეს უბრალოდ დროის საკითხია.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი და ფანტასტიური გეგმები. მხარს გვიჭერს აქტიური ნაწილი საქართველოს მოსახლეობის, რომელმაც წნეხის და დაშინების მიუხედავად ეს არჩევანი გააკეთა. ეს არჩევანი იყო საფუძველი იმის, რომ ჩვენ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს არის უბრალოდ დროის საკითხი, თუ რამდენ ხანში მოხდება ეს. თქვენს წინაშე დგას საქართველოს მომავალი მთავრობა. 16 დეკემბერს რას ვაპირებთ, ნახავთ 16 დეკემბერს. გეგმები გვაქვს ძალიან მწყობრი, რათა გამარჯვებამდე მივიდეს ეს ბრძოლა“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციის თელავში გამართვის შესაძლებლობის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის უარყოფით პოზიციას, ვაშაძის თქმით, მათი მრავალფეროვნება სწორედ განსხვავებული აზრის პატივისცემაში მდგომარეობს.

„ეს არის ჩვენი მრავალფეროვნება, ადამიანებს აქვთ განსხვავებული აზრი. ზოგს დიდი პროფესორობა უყვარს, ზოგს უყვარს პრაგმატული იყოს, ზოგს სხვადასხვა გემოვნება აქვს. ნუ ქმნით რაღაც განსაკუთრებულს, ჩვენ ერთად ვართ, ერთად ვიბრძვით და აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა