ქუთაისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი შესაძლოა, თბილისში გადმოიყვანონ

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

75 წლის მამაკაცი მკურნალობას ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში გადის.

ექიმის მალხაზ ასათიანის თქმით, მამაკაცს დამწვარი აქვს ზედა კიდურები და სახე.

მიმდინარეობს დადგენა დაზიანებულია თუ არა სასუნთქი გზები. ექიმის თქმით, გამორიცხული არ არის მამაკაცის თბილისში გადაყვანა მოხდეს.

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე ბინის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა, რამაც მცირედი ნგრევაც გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: ქუთაისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი შესაძლოა, თბილისში გადმოიყვანონ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა