ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი იქნება

ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი იქნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-20) მომზადდა 2018-2019 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზი, რომელიც ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

„ექსპერტების დასკვნით, 2018-2019 წლების ზამთრის პერიოდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. აღნიშულის გათვალისწინებით, მომავალი ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია: ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1-2 გრადუს C-ით მაღალი.

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7გრადუსს; მთაში

0, +2 გრადუსს; მაღალ მთაში -4, -2 გრადუსს; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2 გრადუსს; მთაში -2, 0 გრადუსს; მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს შეადგენს“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, საქართველოს ტერიტორია განეკუთვნება მე-2 ზონას, რომლის თანახმად ზამთრის სეზონში ნორმაზე მეტი ნალექების რაოდენობის ალბათობა 50%-ს შეადგენს.

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთაში 300-450 მმ, მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთაში 80-150 მმ, მაღალ მთაში 70-150 მმ-ს შეადგენს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ