გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.

ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდნენ: მეუფე ისაია, რეჟისორი თემურ ჩხეიძე, მეცნიერი ზურა კიკნაძე, რეჟისორი გელა კანდელაკი, მუსიკოსი მანანა მენაბდე, მხატვარი ლევან ჭოღოშვილი, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი, ფეხბურთელი გურამ კაშია, ნორვეგიელი მუსიკათმცოდნე სვენდ ვოგე.

„დღეს ჩვენი შეხვედრის ემოციიდან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი შევიტანო ჩვენს აქ ყოფნაში. ეს არის იმ ადამიანების გამოყოფა და მათთვის მადლობის თქმა, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივი დაპირისპირების შემცირების, განსხვავებული ადამიანის პატივისცემის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მინდა, ამ ადამიანებს გამოვუხატო მადლობა ქვეყნის სახელით,"- განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს