საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსი საქართველოს მთავრობამ დაბლოკა

ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს ნამდვილად არ არის, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურას ბლოკავს.

„ნამდვილად არ არის ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს. ამასთან დაკავშირებით განმარტებები პოლიტიკოსებმა უკვე გააკეთეს. ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია, მათ შორის მედიის მხრიდან", - განაცხადა თოთლაძემ.

შეგახსენებთ, რომ Foreign Policy-ის ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკსს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა. FP წერს, რომ მისი წყაროები როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან ვაშინგტონში.

იხილეთ ვიდეო: საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსი საქართველოს მთავრობამ დაბლოკა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა