აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პრაქტიკული სახელმძღვანელოს „ღვინის მეგზური“ პრეზენტაცია გამართა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საოჯახო მარნების მეპატრონეებისთვის ტრენინგები დაიწყო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, საოჯახო მარნების მეპატრონეები ღვინის დაჭაშნიკების ძირითად წესებს, ღვინისა და კერძის კომბინირების პრინციპებს, ტურისტებისთვის ქართული ღვინის წარდგენისა და სუფრაზე ღვინით მომსახურების წესებს გადიან.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგის მსვლელობას ქედაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი გაეცნენ. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ქედის ტურისტულ პოტენციალსა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრეს.

ასევე, დაათვალიერეს ნოდარ შერვაშიძის მარანი და ვენახები, სადაც წლის განმავლობაში ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მასპინძლობენ. სულხან ღლონტმა ტრენინგის მონაწილეებს ღვინის პრაქტიკული სახელმძღვანელო გააცნო.

„ქედის ტურისტული მარშრუტი, განსაკუთრებით კი ღვინის ტური აქტუალურია ტურისტებს შორის. გასულ წელს, ამ მიმართულებით ვიზიტორების 207%-იანი ზრდა გვქონდა. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ჩვენ წელს პირველად დავიწყეთ ამ ბიზნესში ჩართული მარნებისა და საოჯახო სახლების მეპატრონეების გადამზადება, ასევე გამოვეცით ღვინის პრაქტიკულის სახელმძღვანელო, რომელიც ერთგვარი გზამკვლევია გიდებისა და ღვინისმოყვარულთათვის. წიგნში მოთხრობილია ღვინის დაყენების ტექნოლოგიები, ქართული ვაზისა და ღვინის ისტორია, ღვინის დაგემოვნების ხელოვნება და კერძებთან მისი შეხამება. მარნების მეპატრონეებისთვის და ბუნებრივია, ღვინის ტურის მიმართულებით გადამზადებული გიდებისთვის ამ საკითხების ცოდნა უმნიშვნელოვანესია,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

ტრენინგს ქართველი სომელიე, ღვინის სკოლა-სტუდიის „კაბისტონის“ დამფუძნებელი ქეთი ჯურხაძე უძღვება.

ამასთან, ქედის შემდეგ ტრენინგებს ბათუმში კვების ობიექტების მეპატრონეებიც გაივლიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ატარებს. ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, 2012 წლიდან დღემდე, დეპარტამენტმა სექტორში დასაქმებული 2700-ზე მეტი მოქალაქე გადაამზადა, მათ შორის არიან გიდები, კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები.

ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.02.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
რა შესაძლებლობებს აძლევს განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს - ინტერვიუ ნინო ჭელიძესთან
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ