სოფელ ცაიშთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ოთხი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, დაშავებულები გადაუდებელი მედიცინის ცენტრში არინ მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო