დავით ჭიჭინაძე - ეკონომიკის მინისტრმა ის მაინც უნდა იცოდეს, რას ამბობს პრემიერი, რომ ის გაიმეოროს, უბრალოდ, ზრდილობის საქმეა

გაერკვიეთ ბოლო-ბოლო მთავრობა ერთმანეთში, ეკონომიკის მინისტრმა ის მაინც უნდა იცოდეს, რას ამბობს პრემიერი, რომ გაიმეოროს, ზრდილობის საქმეა უბრალოდ, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების პროექტს წარადგენს, დავით ჭიჭინაძემ ინფრასტრუქტურის სამინისტრო გააკრიტიკა.

„კითხვები მქონდა იმასთან დაკავშირებით, რაც ეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს. იყო რეფორმა, რომ მშენებლობები უნდა გადასულიყო ინფრასტრუქტურაში, რატომ დარჩა მშენებლობების ნაწილი, მაგალითად, საბაგიროების მშენებლობა ეკონომიკის სამინისტროში? ეს ინფრასტრუქტურული პროექტია. ხომ არ ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურა ვერ ართმევს თავს თავის მოვალეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბუღალტერია, ჩემთვის, როგორც დეპუტატისთვის მიუღებელია და აქ ჩვენ ვიღებთ ბუღალტრულ პასუხებს. როცა სამინისტროში იქნებით, შეიძლება გადაწეროთ, გადმოწეროთ, ერთმანეთს გადაუგზავნოთ სად რა ფული ვერ დახარჯეთ, მაგრამ ის, რაც თავის დროზე იგეგმება, უნდა შესრულდეს. ამიტომ ხართ მთავრობა, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს და არა იმ აბსურდისთვის, რაც გუშინ, მთელი დღის განმავლობაში გვესმოდა. თურმე პურის ფასზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არის. ეკონომიკის მინისტრმა გვამცნო 30 წლის შემდეგ, რომ საბჭოთა კავშირი აღარ ყოფილა. მინისტრი საბჭოთა კავშირის დროსაც იყო, ახლაც არის და მაშინ მინისტრიც გავაუქმოთ, არ ყოფილა საჭირო. ამ დროს გამოდის პრემიერ-მინისტრი და სრულიად გამომრიცხავ განცხადებას აკეთებს. გაერკვიეთ ბოლო-ბოლო მთავრობა ერთმანეთში, ეკონომიკის მინისტრმა ის მაინც უნდა იცოდეს, რას ამბობს პრემიერი, რომ ის გაიმეოროს, ზრდილობის საქმეა უბრალოდ. პრემიერი შესაბამის ორგანოებს ავალებს გაარკვიოს, თუ რატომ გაძვირდა პური. კარგი გადაწყვეტილებები გვაქვს, ვერაფერს იტყვი. მე მგონი გამოწვევებზე ადეკვატური პასუხები უნდა ჰქონდეს მთავრობას, მარტო არჩევნები არ არის. არჩევნები გადაგორდა, ძალიან ბევრი დაპირება გაიცა და ჯერჯერობით დაპირებებს ისევ ემატება დაპირებები“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

იხილეთ ვიდეო: "გაერკვიეთ ბოლო-ბოლო ერთმანეთში" - დავით ჭიჭინაძე VS მთავრობა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა