თორნიკე რიჟვაძე გაერო-ში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ახალგაზრდა დიპლომატებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაერო-ში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის„გლობალური განათლების მოტივატორების“ (Global Education Motivators) ხელმძღვანელს ვეინ ჯეიკობს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ლიდერის სტატუსით გაერო-ს მთავარ შტაბ-ბინაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც „გლობალური განათლების მოტივატორები“ ახორციელებს და მოტივირებულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო დონის კონფერენციებში.

გაეროს ეგიდით აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება. აღსანიშნავია გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა, რომელიც მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების გაერთიანებული ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართვას. მჯერა, რომ გაგრძელდება მსგავსი თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო განვითარებას და თანამშრომლობის ახალ დონეზე გადასვლას, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ინფორმაციით, გაეროს საერთაშორისო კონფერენცია უკვე წლებია ხორციელდება და არაერთი ქართველი მოსწავლე იყო აღნიშნული კონფერენციის მონაწილე. კონფერენცია გულისხმობს სარეზოლუციო პროექტის შემუშავებას, რომელიც გაერო-ს ახალგაზრდობის წარმომადგენელს გადაეცემა, როგორც რეკომენდაცია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკითხში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს