კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას 61 ათასი ბაღის აღსაზრდელის საკვების გარეშე დარჩენის შესახებ, სიცრუეს უწოდებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიცრუეს და დიდ ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 61 ათასი ბაღის აღსაზრდელი საკვების გარეშე დარჩა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, ტელეკომპანია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რაზეც მას პასუხი ყოველთვის ექნება.

„მინდა შევეხო ისევ და ისევ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიცრუეებს. ვერ ავუდივართ. მთავრობის სხდომას ვერ ვატარებთ, რომ არ მოგვიწიოს პასუხის გაცემა სიცრუის მანქანაზე, იმ ტყუილზე, რომელსაც ისინი ახორციელებენ სხვადასხვა მიმართულებით. მინდა მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, რომ არც ერთი სიცრუე და ტყუილი არ გაატარონ, რადგან ამას ისმენს მოსახლეობა და ბევრს შემდეგ ეს სიმართლე ჰგონია. ყველა ტყუილზე უნდა იყოს რეაგირება, უნდა იყოს ნათქვამი სიმართლე! სხვათა შორის, კვლევა იყო ამაზე გაკეთებული და „რუსთავი 2“-ის ინფორმაციის 79% თუ 80% არის სიცრუე, რამდენიმე დღის წინ გაკეთდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს 61 ათასი ბაღის აღსაზრდელი დარჩა საკვების გარეშე, სრულიად გაუგებარია საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ეს სიუჟეტი იყო 6 დეკემბერს და საინტერესოა, რომ ტენდერი კვებაზე გამოცხადდა 4 დეკემბერს და დღეს მთავრდება“,- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა