ხათუნა ლაგაზიძე - ზურაბიშვილი საკუთარი სანათესაოს დასასაქმებლად იღწვის, მისი საფირმო ნიშანია საკუთარი ერის შეურაცხყოფა

ეს არ არის სიურპრიზი ჩემთვის, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის საფირმო ნიშანი არის საკუთარი ერის შეურაცხყოფა, - ასე აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლების საკითხს.

„ეს არის კატასტროფული ნაბიჯი, რომლითაც ქალბატონი პრეზიდენტი იწყებს საკუთარ პრეზიდენტობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ არის სიურპრიზი ჩემთვის, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის საფირმო ნიშანი არის საკუთარი ერის შეურაცხყოფა. მისი ეს ნაბიჯი პრეზიდენტის პოსტზე არის კიდევ ერთი გამოხატულება თუ როგორ არ უყვარს მას საკუთარი ხალხი, როგორ არ სცემს პატივს საკუთარი სახელმწიფოს კანონებს, რადგან მან გაბედა და თავისი პირველივე ხუშტურით მოამზადებინა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება. აქამდე დაცული იყო საჯარო მოხელეთა უფლებები და პოლიტიკური პარტიების ხუშტურების მიხედვით არ იცვლებოდა საჯარო სამსახურში დასაქმებულების ბედ-იღბალი, რაც პროფესიონალიზმს და განგრძობითობას უზრუნველყოფდა ქართულ პოლიტიკაში. სალომე ზურაბიშვილის პირველივე ხუშტურმა აიძულა „ქართული ოცნება“ საჯარო სამსახურის მოხელეთა დაცულობაზე უარი ეთქვა. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველივე აქტით სალომე ზურაბიშვილი საკუთარი სანათესაოსა და სადაქალოს დასასაქმებლად იღწვის, და არა იმ ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც ის სრულიად ძალმომრეობით და თავს მოხვევით გახდა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა