ტყიბულელი მეშახტეები მაღაროების ამუშავებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებით იმუქრებიან

ტყიბულელი მეშახტეები მაღაროების ამუშავებას ითხოვენ. მეშახტეები მთავრობას მოუწოდებენ, მინდელის სახელობის შახტში მოპოვებითი სამუშაოები იანვრიდან აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესო აქციებით იმუქრებიან. ამის შესახებ მინდელის სახელობის შახტის ცვლის უფროსმა ხვიჩა გაბუნიამ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განცხადა.

"გვაქვს ეჭვი, რომ პრემიერ–მინისტრის დაპირება, რომ 1-ელი იანვრიდან მოპოვებითი სამუშაოები აღდგება, არ შესრულდება. 17 დეკემბერს ვართ დაბარებული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მაგრამ იმათაც არ აქვთ პასუხი, თუ როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. ვითხოვთ, არ შეწყდეს მუშაობა. ეს არის ერთადერთი შემოსავლის წყარო არა მხოლოდ მეშახტეებისთვის, არამედ ტყიბულში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. მეშახტეები და მთელი ტყიბულის მოსახლეობა მოვუწოდებთ მთავრობას, რომ სამუშაოები აღადგინონ დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში გამოვალთ, ვიშიმშილებთ და პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ", – განაცადა ხვიჩა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა