ივანე მაჭავარიანი - 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 13 მილიარდ ლარს პირველად აჭარბებს

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 13 მილიარდ ლარს პირველად აჭარბებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებულ ვერსიაში, დამატებით იზრდება 92.4 მლნ ლარით, მათ შორის, 40 მლნ ლარამდე იზრდება ინფრასტრუქტურის ნაწილში.

„მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის - „ადამიანური კაპიტალის ინდექსით“, კიდევ ერთხელ გამოვლინდა ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და მიღწევები. ჩვენს პრიორიტეტებში აქცენტი, ძირითადად, ჯანდაცვისა და განათლების კომპონენტებზე კეთდება, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საზოგადოებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის პარალელურად. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა 5-წლიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაზე, რომლის შესრულებამ მნიშვნელოვნად უნდა გაგვიუმჯობესოს პოზიციები აღნიშნულ ინდექსში, რაც ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების შედეგი იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს