რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ  400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, დღეს 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა. ამის შესახებ, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 12 დეკემბერს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გაჩერდა ერთი ფოლადსადნობი ღუმელის კომპლექსი. წარმოების მოცულობის ეს შემცირება წინასწარ იყო განცხადებული. ეს არის ირანიდან უხარისხო დემპინგური არმატურის მოზღვავებული იმპორტის შედეგი. 15 ნოემბერს ძალაში უნდა შესულიყო საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი, რაც შეაჩერებდა უხარისხო არმატურის იმპორტს. მთავრობის გადაწყვეტილებით კონტროლის შემოღებამ გადაიწია 15 იანვრამდე. წარმოების შემცირებამ გამოიწვია 400 თანამშრომელის იძულებით შვებულებაში გაშვება. ქარხანა იმედს გამოთქვამს, რომ კონტროლის მექანიზმები შევა ძალაში უახლოეს მომავალში და შემდგომი სიმძლავრეების შემცირება არ გახდება აუცილებელი“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, თუ მთავრობა საქართველოს საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის შესახებ გადაწყვეტილებას 15 იანვრამდე არ მიიღებს, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა სრულად გაჩერდება და სამუშაო ადგილს ჯამში 2000 მუშა-მოსამსახურე დაკარგავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო