თელავში პრეზიდენტის ინაუგურაცისთვის სცენის და ტრიბუნების მოწყობა სრულდება

მეოთხე დღეა თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება გრძელდება. სამუშაო ჯგუფმა თითქმის სრულად დაასრულა სცენის და ტრიბუნების მოწყობა. ამასთანავე, სამუშაოები მიმდინარეობს ბატონის ციხის შიდა და გარე პერიმეტრზე.

„სამუშაოები დასრულებისკენ მიდის. ფაქტიურად შეკრულია ხის კონსტრუქცია მთლიანად, შუაში სცენაა, სადაც ფიცის მიღების ცერემონია უნდა წარიმართოს. ჩრდილოეთის და დასავლეთის მხარეს არის ტრიბუნები, სადაც სტუმრები განთავსდებიან. ფაქტიურად, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე მიდის ფიცარნაგის მოწყობა და შემდეგ ხალიჩები დაიგება. როგორც ვიცი, ჯარი განლაგდება სცენიდან დასავლეთით, ტრიბუნებსა და სცენას შორის", - განაცხადა თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა.

მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართულია,მუნიციპალიტეტის მერია, საგზაო სამმართველო და „ენერგო-პრო ჯორჯია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა