გაერთიანებულმა ოპოზიციამ თელავის მერიას აქციის გამართვასთან დაკავშირებით მიმართა

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, თელავში საპროტესტო აქციის ჩატარებას რუსთაველის ქუჩაზე გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა განუცხადა.

გიორგი ბოტკოველმა თელავის მერიის კანცელარიას უკვე ჩააბარა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელ პირებს აცნობა, რომ 16 დეკემბრის აქციას ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის არსებულ პერიმეტრზე გამართავენ.

მისი თქმით, პროტესტი იქნება მშვიდობიანი.

„16 დეკემბერს, თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ჩავატარებთ მშვიდობიან მანიფესტაციას, სადაც მოსახლეობა გამოხატავს თავის ნებას. აქ შეკრებით არანაირად არ შევუშლით ხელს დაგეგმილ ღონისძიებას. დღეს ვაცნობეთ მერიას. ეს ადგილი ყველასია. როგორც ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბიშვილს აქვს აქ დგომის უფლება, ისევე აქვს ხალხსაც“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს