ბათუმში ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და კავკასიის ბიზნეს სკოლის მხარდაჭერით, ბათუმში, ხვალ ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი უკვე მეხუთედ განხორციელდა, თუმცა პირველად თბილისის ფარგლებს გარეთ, კერძოდ ქალაქ ბათუმში.

„ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა, განევითარებინათ საჭირო უნარ-ჩვევები და დაემყარებინათ მნიშვნელოვანი კავშირები მათთვის რელევანტურ კომპანიებთან. კურსის ფარგლებში, რომელიც 1 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, 24 ექსპორტის მენეჯერის გადამზადება მოხდა.

კურსი მოიცავს თითქმის ყველა საბაზისო საკითხს, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად დაგეგმვისთვის და ეფექტიანად განხორციელებისთვის. მსმენელები გაეცნენ ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები დაეთმო საექსპორტო ლოჯისტიკის, მარკეტინგის, ბრენდინგის, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს, რომელიც კონკრეტული პრაქტიკული რჩევების გაცემასა და ინტერაქციის საშუალებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. კურსის ინოვაციურ ელემენტად შეიძლება განიხილოს ფაქტი, რომ ტრენინგის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო ვიზიტი ერთ-ერთ წარმატებულ ექსპორტიორ კომპანიაში.

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, ექსპორტიორი კომპანიის საერთაშორისო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნა საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

ჯამურად, 2015 წლიდან დღემდე, „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ორგანიზებით და თანადაფინანსებით 166 მა ექსპორტის მენეჯერმა გაირა ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკატო კურსი“, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა