,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ TOP ინვესტორთა ათეულშია

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ TOP ინვესტორთა ათეულშია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, კომპანიათა ათეულის ჩამონათვალი, რომლებმაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში, „საქსტატიდან“ ერთ-ერთმა ეკონომიკურმა საინფორმაციო სააგენტომ გამოითხოვა. ინფორმაციის მიხედვით, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ აღნიშნულ კომპანიათა ათეულშია.

კომპანიის განცხადებით, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ქსელის განვითარების მიზნით, 34, 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამასთან, მე-3 კვარტლის ბოლოსთვის კომპანიას ინვესტირებული აქვს 20.7 მილიონი ლარი, რომლის შესაბამისი პროექტების დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

,,ენერგო-პრო ჯორჯია" საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს და ამ დროიდან თითქმის ყოველ წელს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ინვესტორთა ათეულშია. ეს იმის დასტურია, რომ კომპანია წარმატებით და ღირსეულად მოღვაწეობს ქვეყანაში. მაღალი, დაბალი და საშუალო ძაბვის ქსელის განვითარების მიზნით, სახელმწიფოსთან შეთანხმებით, წლების მიხედვით გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ინვესტიციების განხორციელება“, - განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოში შემოსვლის დროიდან, კომპანია ასევე თითქმის ყოველ წელს ხვდება ყველაზე მსხვილ დამსაქმებელთა ათეულში. ამჟამად ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ 6 ათასამდე ადამიანი მუშაობს.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა