ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ პორტის კომერციულმა დირექტორმა ილიას მუკატოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, მშენებლობის თარიღი მალე გახდება ცნობილი.

დირექტორის თქმით, პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია, შედეგად ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა გაიზრდება. მისივე ინფორმაციით, ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა იგეგმება.

„მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია. ჩვენ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს არის ის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსკავკასიური დერეფნის დამატებით ტვირთის მოზიდვას. წელიწადში 1 200 000 ტონა კარბამიდის დამუშავება თანამედროვე შიდა ტერმინალის საშუალებით მოხდება. პროექტი დამაკმაყოფილებელია ყველა გარემოსდაცვითი სტანდარტის და წესის მიხედვით. პროექტში ჩართულია ტრანსნაციონალური კომპანიები, ასევე საერთაშორისო ტრეიდერები",- განაცხადა ილიას მუკატოვმა.

შეგახსენებთ, რომ ტერმინალის მშენებლობას საზოგადოების ნაწილი აპროტესებს და აქციებს აანონსებენ. მათი თქმით, ტერმინალის მშენებლობა გარემოზე უარყოფითად აისახება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა