თელავში ინაუგურაციის ჩატარებისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია

თელავში ინაუგურაციის ჩატარებისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მეორე დღეა ადგილზე იმყოფებიან საორგანიზაციო ჯგუფის წევრები. ისინი ბოლო დეტალებს აზუსტებენ და გენერალური რეპეტიცისთვის ემზადებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედროები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ადგილზე იმყოფება თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილიც.

მისი თქმით, კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია და ქალაქი მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ღირსეულად ჩატარებისთვის მზად არის.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ღონისძიებები მხოლოდ თელავში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ფიცის დადების ცერმონიის შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს წინანდლის მამულის ნაცვლად თელავის თეატრში უმასპინძლებს. ღონისძიება ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო: თელავში ინაუგურაციის ჩატარებისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს