ომარ ნიშნიანიძე - მოსაწვევი არ მიმიღია - არ მინდა, წუწუნი გამომივიდეს, ინაუგურაციაზე რომ არ დამიძახეს - მებრძოლი ადამიანების ჩამოცილება უნდათ ახლად მოსულებს

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ომარ ნიშნიანიძე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს. ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.

„მოსაწვევი ალბათ, გზაშია. არ მიმიღია, სავარაუდოდ, არ ვიქნები მიწვეული. არაფერი დაშავდება ამით, მაგრამ საინტერესოა, ვინ ადგენს სიას, არამგონია, სალომე ზურაბიშვილი ადგენდეს. ვფიქრობ, ადმინისტრაცია ადგენს. ძველმა გვარდიამ კარგად ვიმუშავეთ და ველოდი მიწვევას. არამგონია, დაპირისპირება იყოს „ქართულ ოცნებაში", ზოგადად, ძველი გვარდიის ჩაჩოჩების ტენდენცია ახალი არ არის, მაგრამ არ მეგონა, ასე უცებ თუ მოხდებოდა გარდატეხა. ალბათ, იქნება საკადრო ცვლილება და გვაქვს მოლოდინი. არასოდეს დამიმალავს პირდაპირობა, მაგრამ არ მინდა, წუწუნი გამომივიდეს, რომ არ დამიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი როლი შევასრულეთ მეორე ტურში. თეატრი მე გავავსე და ველოდი, რომ სიტყვაც უნდა მეთქვა, მაგრამ ერთი საათით ადრე ჩამომაცილეს ამ პროცესებს. ვფიქრობ, მებრძოლი ადამიანების ჩამოცილება უნდათ ახლად მოსულ ადამიანებს. იგივე რომ არ მოხდეს, რაც პირველ ტურში, უნდა გავარკვიო ვინ ცდილობს გვერდზე გაგვწიოს. შევხვდები, ალბათ, ბიძინა ივანიშვილს, იქამდე სავარუდოდ, პარლამენტში გვექნება შეხვედრა",-განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

იხილეთ ვიდეო: ომარ ნიშნიანიძე - ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევი ალბათ გზაშია, არ მიმიღია

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს