ლევან ხაბეიშვილი - საქართველოს დანიშნული მთავარსარდალი დღეს გმირთა მემორიალთან ფარულად მიიპარა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „საქართველოს დანიშნული მთავარსარდალი“ დღეს გმირთა მემორიალთან ფარულად მიიპარა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მაშინ როდესაც დედაქალაქში ორი ღონისძიება იყო პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს დანიშნული, გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეს ორივე ღონისძიება გაუქმდა. ამას ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზი, იმიტომ, რომ მოღალატე სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელმაც არჩევნები მიიტაცა, აფხაზეთს ეძახის განგრენას, ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში და ვის განცხადებებსაც ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჰააგაში იყენებენ, ჩვენ არ ვაპირებდით საშუალების მიცემას, რომ მისულიყო გმირთა მემორიალზე. მოხდა წარმოუდგენელი რამ - საქართველოს დანიშნული მთავარსარდალი დღეს მიიპარა, ფაქტობრივად, გმირთა მემორიალთან, რადგან იცოდა, რომ საღამოს 9 საათიდან ჩვენ ვაპირებდით იქ ღამის გათენებას, რათა არ მიგვეცა სალომე ზურაბიშვილისთვის საშუალება, რომ იქ მისულიყო. აქ ბრძანდებით მედიის წარმომადგენლები და არც ერთი თქვენგანი არ იყო ამის კურსში. ძალიან უხერხულია, როცა ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტი ფარულად, მალულად მიიპარა გმირთა მემორიალზე. მიუხედავად ამისა, საღამოს 9 საათზე ჩვენ ვაპირებთ გავმართოთ აქცია და ვუთხრათ სალომე ზურაბიშვილს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში ის ამ ღონისძიებას ვერ გამართავს. შეშინებული, მხდალი, თუ როგორ გაიპარა ზურაბიშვილი შემდეგ იქიდან, ამის ვიდეოკადრები ჩვენ გვაქვს და მედიის წარმომადგენლებს გადავცემთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ლევან ხაბეიშვილი - საქართველოს დანიშნული მთავარსარდალი გმირთა მემორიალთან ფარულად მიიპარა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს