ცოტნე ანანიძე სმენადაქვეითებულთა და უსინათლოთა  მხარდამჭერი კლუბის წარდგენას დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სმენადაქვეითებულთა და უსინათლოთა მხარდამჭერი კლუბის წარდგენას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ბათუმის თავისუფალ სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე ცოტნე ანანიძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებასა და ორგანიზატორებს კლუბის შექმნისათვის. ასევე აღნიშნა, რომ ახლად დამკვიდრებული ლორმის ანბანი სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირებს კომუნიკაციიის საშუალებებს გაუმარტივებს.

ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“ გამართულ ღონისძიებაში, Human Doc - პროგრამების დირექტორი სტანისლავ ბროდნუხი, თვითმართველობების წარმომადგენლები და ამავე ორგანიზაციის ადგილობრივი პარტნიორები მონაწილეობდნენ.

სმენადაქვეითებულთა და უსინათლოთა მხარდამჭერი კლუბი - ა(ა)იპ ,,მომავალი იწყება დღეს“ და პოლონური ორგანიზაცია Human Doc- ის პროექტისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა.

ორგანიზატორთა განცხადებით, ამიერკავკასიაში პირველად იქმნება ერთდროულად სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების რეაბილიტაციის, განათლების, ინტეგრაციის ცენტრი, რომლის კლუბები თბილისში, თელავში, ბათუმსა და ზუგდიდში იფუნქციონირებს. კლუბებში, რომლებსაც სპეციალური აღჭურვილობები გადაეცათ, პოლონელი ექსპერტების მიერ გადამზადებული სპეცპედაგოგები იმუშავებენ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ