რომან გოცირიძე - ინაუგურაციაზე დასასწრებად მოსაწვევი ფრაქციის ყველა წევრმა მიიღო, მაგრამ  ჩვენ „ბატონის სასახლის“ კედელს მიღმა საპროტესტო აქციაზე ვიდგებით

ინაუგურაციის ცერემონიალზე დასასწრებად მოსაწვევი ფრაქციის ყველა წევრმა მიიღო, მაგრამ ჩვენ „ბატონის სასახლის“ კედელს მიღმა საპროტესტო აქციაზე ვიდგებით - ჩვენს შორის კედელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აღმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

„ჩვენ ჩვენი კოლეგა დეპუტატებისაგან სასახლის კედელი გვყოფს. ხელისუფლებამ ამ კედელს მიღმა მოაქცია სულ მცირე 800 ათასი ამომრჩეველი, რომელთაც როგორც უუფლებო ადამიანებს განიხილავენ და შრომის უფლებასაც კი ართმევენ. კედელი, რომელიც ახლა ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს, არის „ქართული ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის სიმბოლო. ამის დამაგვირგვინებელი იყო პრეზიდენტის არადემოკრატიული არჩევნების გზით დასმა - ეს არ იყო ნამდვილი არჩევნები, ეს არ არის ნამდვილი პრეზიდენტი. ფრაქცია მთელი შემადგენლობით კედელს მიღმა ვიქნებით“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან გოცირიძემ.

დღეს სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ფიცს ქალაქ თელავში, „ბატონის სასახლეში“ დადებს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს