ნიკა მელიასა და სამართალდამცველებს შორის სოფელ ველისციხესთან  დაპირისპირება მოხდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციის კოლონა, რომელიც თელავის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ავტობუსებით ჩაკეტილი გზის გამო შეფერხდა. პოლიციის წარმომადგენლები მათ თელავის მიმართულებით არ უშვებენ. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი თელავში ჩასვლას ნებისმიერი გზით მაინც მოახერხებენ.

„უნდა შევეცადოთ, რომ ავტობუსებით ჩახერგილი გზა გავიაროთ. იქნებ ვინმემ ახსნას, რა უფლებით ჩაკეტეს თელავში მისასვლელი გზა? ვინმეს რამეს უშლიდა ეს კოლონა რომ მოდიოდა გზაში? ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ თელავამდე ჩავალთ,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თავად სამართალდამცველების განცხადებით, აქციის მონაწილეებს გადაადგილება ყვარლის გზით შეუძლიათ.

შეხლა-შემოხლა ამ წუთებშიც გრძელდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია