თელავში, “ბატონის სასახლეში“  სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს

თელავში, “ბატონის სასახლეში“ პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება მიმდინარეობს.

ცერემონია სასახლეში საქართველოს მიმავალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესვლით დაიწყო, რის შემდეგაც “ბატონის სასახლეში“ შვილებთან ერთად მივიდა სალომე ზურაბიშვილი.

გაიმართება ფიცის დადება - პრეზიდენტი ფიცს ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადებს.

ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში საქართველოს ახალი კონსტიტუცია შევა.

ამასთან, საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები ჩააბარებენ პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი. ინაუგურაციის ცერემონიალზე იმყოფებიდან საქართველოს პატრიარქი, მიმავალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მთავრობის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ინაუგურაციას არ ესწრება “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს