სომხეთის პრეზიდენტი - მოუთმენლად ველი თანმშრომლობას საქართველოს ახალ პრეზიდენტთან

მოუთმენლად ველი თანმშრომლობას საქართველოს ახალ პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან და რაც მთავარია ქართველ ხალხთან ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტიკცების მიზნით, - ამის შესახებ საქართველოში სტუმრად მყოფმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განაცხადა.

სარქისიანმა სრულიად საქართველოს და ქართველ ხალხს ახალი პრეზიდენტის არჩევა მიულოცა და სალომე ზურაბიშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სარქისიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობებს და მათი კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

“საქართველოსა და სომხეთს შორის, ქართველებსა და სომხებს ხალხებს შორის ათასწლეულებია მეგობრული და ძმური ურთიერთობები აკავშირებთ. ათასწლეულებია ეს არის სამაგალითო ურთიერთობა ორ მეზობელ ერს შორის, რომელსაც არასოდეს ქონია სერიოზული პრობლემა ერთმანეთთან. ჩვენ ნამდვილად დაძმობილებული ერები ვართ და ამიტომაც ბუნებრივია, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი დღეს აქ იმყოფება. მოუთმენლად ველი თანმშრომლობას საქართველოს ახალ პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან და რაც მთავარია ქართველ ხალხთან ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტიკცების მიზნით“, - განაცხადა არმენ სარქისიანმა.

ქალაქ თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელმა მიიღო.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე