ფოთში თონეში აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე თონეში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც თონეში მუშაობდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მამაკაცს სახისა და ზედა კიდურების მიდამოებში პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა. მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია ჰოსპიტალში“, - განუცხადა ჟურნალისტებს სასწრაფოს მორიგე ექიმმა ქრისტინე დანელიამ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს , გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: კადრები ფოთიდან, სადაც თონეში აფეთქება მოხდა, დაშავებულია ერთი ადამიანი

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს