ხაშურში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მუზეუმში პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კონფერენცია „ნიკო ნიკოლაძე და საქართველო“ ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების მმართველმა თამაზ ლაცაბიძემ გახსნა. მონაწილეებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე მიესალმა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების, სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამშრომლები და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

სექციური მუშაობის ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: „ნიკო ნიკოლაძე ემიგრაციაში,“ „ნიკო ნიკოლაძე და ხიზანთა პრობლემები,“ „ნიკო ნიკოლაძე და პუბლიცისტიკის ლიტერატურული პარადიგმები,“ „უცხოეთიდან დანახული 1920 იანი წლების საქართველო ნიკო ნიკოლაძის პირადი წერილების მიხედვით“ და სხვა.

მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ქართველი საზოგადო მოღვაწეებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით ყოველწლიურად იმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს