უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ბათუმის საბავშვო ბაღების პედაგოგთა ხელფასის ზრდას ითხოვს

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ბათუმის საბავშვო ბაღების პედაგოგთა ხელფასის ზრდას ითხოვს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასებს ამცირებს და მეცამეტე ხელფასსაც კი არ უხდის.

თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ მიმდინარე წლის ბათუმის ბიუჯეტში ათასობით თანხა აუთვისებელი დარჩა და ბათუმის მერია კი არ ცდილობს, რომ აღნიშნული თანხები საბავშვო ბაღების პედაგოგთა ხელფასების გასაზრდელად გამოიყენოს.

უფლებადამცველი ბათუმის მერიას მოუწოდებს, რომ საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასები გაუზარდოს და წინასაახალწლოდ პრემია- დანამატები გამოუყოს. თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, ხელფასთან დაკავშირებით საბავშვო ბაღების პედაგოგები პრეტენზიებს სამსახურის დაკარგვის შიშით ვერ გამოთქვამენ.

ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღების პედაგოგთა ხელფასი მიმდინარე წელს 20 პროცენტი გაიზარდა და სამომავლოდ, პედაგოგთა ანაზღაურების კუთხით ღონისძიებები ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს