ფოთში, ნაბადის უბნის მოსახლეობამ სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართა

ფოთში, ნაბადის უბანში, მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა 30 ნოემბერს, ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. მათ რამდენიმე წუთით საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

ნაბადის უბნის მცხოვრებლების თქმით, 30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სახლების სახურავები დააზიანა.

,,სტიქიამ ფოთში რამდენიმე სახლი დააზიანა, მათ შორის ჩემიც. სახურავი მთლიანად ჩაინგრა. ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ დღემდე არანაირი შემწეობა არ მიგვიღია. ოჯახის რამდენიმე წევრი ღამეს ახლობელთან ათევს“, - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის მონაწილე ზოია გრაფიშვილმა.

თავის მხრივ, მერიაში აცხადებენ, რომ ყველა დაზარალებულს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

იხილეთ ვიდეო: ფოთში, ნაბადის უბნის მოსახლეობამ სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს