ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა