მარნეულში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში დღეს რეჟისორ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი – "მე არ გავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე", აჩვენეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ფილმის ჩვენება CinéDOC-Tbilisi-ს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ფარგლებში მოხდა.

„რეგიონალური კინოჩვენებების ფარგლებში, წელს, ქვემო ქართლის მასშტაბით ნაჩვენები იყო ფესტივალის პროგრამაში არსებული ფილმები. დოკუმენტური ფილმის ჩვენებას მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები დაესწრნენ, რომლებიც ჩვენების დასრულების შემდეგ გამართულ დისკუსიაშიც ჩაერთვნენ. აღნიშნული პროექტის მიზანს, საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმის პოპულარიზაცია წარმოადგენს“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს