რუსთავის მერი სკვერის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მე-12 მიკრო რაიონის #7, #8, #9 საცხოვრებელი კორპუსების ეზოში, სკვერის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მერი მოსახლეობასაც გაესაუბრა და ქალაქის მასშტაბით მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. სამუშაოების დაწყებამდე, მე-12 მიკრო რაიონის აღნიშნულ უბანში, მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ჩართულობით, უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა.

უსახური კონსტრუქციების დემონტაჟის თხოვნით, ქალაქის მერს თავად მოსახლეობამ მიმართა. ეზოს კეთილმოწყობის პროექტი სამ ეტაპად ხორციელდება, პირველ ეტაპზე, ტერტორიაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე მოეწყო. პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დასრულდება სკვერის კეთილმოწყობა და საბავშვო გასართობი მოედნის რეაბილიტაციაც მოხდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო