გორის მერმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

გორის მერმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კონსტანტინე თავზარაშვილმა და გიორგი ხოჯევანიშვილმა გოგებაშვილის ქუჩაც მოინახულეს, რომლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 2019 წლის მაისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 581 194 ლარს შეადგენს.

პროექტი „ლომჭაბუკის“ მონუმენტისა და სკვერის რეაბილიტაციას, სკვერში არსებული გამოფენებისა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი შენობის აღდგენას, საპარკინგე ადგილისა და გორის ციხის გარშემო საფეხმავლო ბილიკის მოწყობას ითვალისწინებს.

ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 2017 წელს ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის სახით 1 800 000 ლარი გამოყო.

პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2 087 991, 36 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 287 991, 36 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სამ ეტაპად ხორციელდება, 2019 წელს დასრულდება.

გორი ერთ-ერთია საქართველოს იმ სამ მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც ევროკომისიის მიერ შეირჩა, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

პროექტის მიზანია, ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება და ტურიზმის ხელშეწყობა.

გოგებაშვილის ქუჩაზე 1 135 236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. პროექტი გოგებაშვილი ქუჩის მონაკვეთის (კახნიაშვილის ქუჩიდან 26 მაისის სანაპირომდე), საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა