UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი სამუშაო ვიზიტით ხვალ აჭარას ეწვევა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი სამუშაო ვიზიტით ხვალ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა.

UNDP-ის ინფორმაციით, ლუიზა ვინტონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი გახსნის მაჭახელას ეროვნული პარკისა და მისი მიმდებარე სოფლების ხელშეწყობის პროექტის შემაჯამებელ კონფერენციას. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ 1.3 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებული პროექტი 2014-2018 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.

UNDP-ის ხელმძღვანელი ასევე ხელს მოაწერს ხელშეკრულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, რომლის თანახმად აჭარა თავის წვლილს შეიტანს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე 10 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის „ENPARD-3: საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელებაში. აჭარაში ეს ინიციატივა სოფლის განვითარებასა და მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამონაწილობა 230,000 ევროს შეადგენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს