გია ხუხაშვილი - ინაუგურაციის თელავში ჩატარება იყო უმწიფარი გადაწყვეტილება და იდიოტიზმის პიკი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში ჩატარება იყო უმწიფარი გადაწყვეტილება და იდიოტიზმის პიკი, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ღონისძიების თელავში ჩატარება რამდენიმე ასპექტით სიბრიყვე იყო. „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არასასიამოვნო საყურებელი იყო. მიზეზი ამ ბრიყვულ გადაწყვეტილებაში იყო, რაც ხელისუფლებამ მიიღო ინაუგურაციის თელავში ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს იყო აბსოლუტურად უმწიფარი გადაწყვეტილება ყველა ასპექტში - ეს იყო პოლიტიკური სიბრიყვე, ეს იყო ლოგისტიკური სიბრიყვე, ეს იყო რისკების მართვის თვალსაზრისით სიბრიყვე და სიმბოლიკის თვალსაზრისით ხომ სიბრიყვე იყო და იყო. აქედან გამომდინარე, ამოცანა იყო ძალიან რთული. მერე ეს ამოცანა გადაუგდეს გახარიას და მან შეძლო მაქსიმალურად ურთულესი ამოცანის გადაწყვეტა. მან მაქსიმუმი გააკეთა, რომ მცირე სისხლით, მცირე პოლიტიკური სისხლით გამოეყვანა ხელისუფლება. აქ პრობლემა მარტო სირთულეებშიც არ არის, პრობლემა არის იმაში, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები ხელისუფლებაში და ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს ისე, რომ არც რისკებია დათვლილი, არც სიმბოლიკაზეა საუბარი. ლოგისტიკურად ხომ საერთოდ, სტუმრები ერთი დღით ჩამოდიან და 6 საათით აჯანჯღარეს. ეს ყველაფერი იყო იდიოტიზმის პიკი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, თავისი ამოცანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეასრულა. „მათ სჭირდებოდათ საინფორმაციო გადაფარვა და ეს მოახერხეს არა მხოლო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც. ინაუგურაცია რომ თბილისში გამართულიყო, ამდენი გამიშვი-გამატარე არ იქნებოდა. თბილისზე არ არის საუბარი, შეიძლებოდა მცხეთაში გამართულიყო, ლოგისტიკურად უფრო ადვილი ამოცანა უნდა ყოფილიყო და უსაფრთხოების საკითხებით უფრო უნდა გააზრებულიყო. ასევე შეიძლებოდა ფუნიკულიორზე ინაუგურაციის გამართვა. ბოლო-ბოლო პრეზიდენტი მთავარსარდალია და რომელიმე სამხედრო ბაზაზე შეიძლებოდა სიმბოლურად ამის ჩატარება. ბევრი ალტერნატიული ადგილი იყო. 6 საათი რომ სტუმარს მანქანაში აჯანჯღარებ და მერე 2 საათი ფეხზე დააყენებ, ის ამ ქვეყნიდან ნორმალურ ჭკუაზე წავა?!

რა ექნა იმ გახარიას? დაუსვეს აუწეველი ამოცანა, სადღაც თელავში, ფაქტობრივად სამხედრო ოპერაციის ჩატარება დაავალეს. რატომ? იმიტომ, რომ ვიღაცამ წამოაყრანტალა თელავი და თქვეს ვა, რა მაგარიაო. წავიდნენ თელავში და უკანა რიცხვით მერე რაღაც სისულელეების ლაპარაკი დაიწყეს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ საინფორმაციო გადაფარვას თელავში გააკეთებდნენ, თუ ველისციხეში?!“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ეს ყველაფერი იყო იდიოტიზმის პიკი" - გია ხუხაშვილი ინაუგურაციას აფასებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა