ველისციხესთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული პოლიციელები დაკითხვაზე იმყოფებიან

პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხესთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული პოლიციელები დაკითხვაზე იმყოფებიან. დაშავებულები თელავის პოლიციის განყოფილებაში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს.

თავის მხრივ, თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე გუშინ, გურჯანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს. დავით კირკიტაძეს პოლიციელზე ძალადობასა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად, თუმცა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და შიმშილობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო