სარფიდან ანაკლიამდე შავი ზღვის მდგომარეობაზე კვლევა განხორციელდება

საქართველოს წყლებში სამეცნიერო კვლევები იწყება. სამეცნიერო გემი ბათუმის ნავმისადგომთან დღეს შემოვიდა და 8 დღის განმავლობაში სარფიდან ანაკლიამდე შავი ზღვის მდგომარეობას, კერძოდ თევზების სახეობებსა და რაოდენობას გამოიკვლევს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა განაცხადა, თურქ სპეციალისტებთან ერთად მუშაობა ქართველ სპეციალისტებს გამოცდილებას შესძენს, რათა შემდგომში ქართველმა სპეციალისტებმა კვლევა დამოუკიდებლად შეძლონ.

„შავი ზღვის მონიტორინგის განხორციელება არის გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. თურქული გემი ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის კომისიის ეგიდით შემოვიდა. აღნიშნული გემი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით, რომელიც მოახდენს სარფიდან ანაკლიამდე ტერიტორიის დასკანერებას. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ჩავატაროთ სრულყოფილი კვლევა იმისა, რა მარაგები არსებობს ზღვაში. შავი ზღვის დეპარტამენტის სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება, რომ გააძლიერონ თავიანთი შესაძლებლობები, მიიღონ გამოცდილება და დამოუკიდებლად შევძლოთ კვლევა. კვლევა 8 დღე გაგრძელდება და მასში 7 სპეციალისტია ჩართული",- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა