ალექსანდრე თვალჭრელიძე - სჯობს „ოცნებამ“ შეიგნოს - ამომრჩეველთა 740  ათასი მისი წინააღმდეგია, ხოლო „ნაციონალებმა“ გაიაზრონ - სულ მცირე მილიონ 150 ათასი ამომრჩევლისთვის ისინი მიუღებლები არიან და ტონს დაუწიონ

2018 წლის ბოლოს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და 2019 წლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პერსპექტივებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში შედგა. ინაუგურაცია ოპოზიციის ხმაურიანი საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა. ოპოზიცია იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ სტუმრებს შორის არათუ წამყვანი ქვეყნების, არამედ მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტები არ იყვნენ. თქვენ როგორ შეაფასებდით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას და იმ პროცესებს, რომელიც მას თან ახლდა?

- მე ინაუგურაციას დავესწარი და ამიტომ ცოცხალი შთაბეჭდილებები შემიძლია გაგიზიაროთ. ჯერ ერთი, სად გინახავთ პრეზიდენტის ინაუგურაცია საპარლამენტო რესპუბლიკაში? გინახიათ ისრაელსა თუ იტალიაში? ნამდვილად არა.

მეორეც, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი აღარ არის, სტუმართა სია საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.

ნიკოლა სარკოზი ემანუელ მაკრონმა გამოაგზავნა, ვინაიდან კარგად იცის მისადმი ქართველი ერის დამოკიდებულება. სტუმართა სიაც სულაც არ იყო მოკრძალებული... გახსოვთ, ვინ ჩამობრძანდა მიხეილ სააკაშვილის მეორე ინაუგურაციაზე 2008 წელს? მეტიუ ბრაიზას მეტი არავინ მახსენდება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ, მაგალითად, ნიკოლა სარკოზის, როგორც ყოფილ პრეზიდენტს, ფრანგული კანონმდებლობით შენარჩუნებული აქვს პრეზიდენტის სტატუსი და მას როგორც “Monsieur le Président” (ბატონო პრეზიდენტო) ისე მიმართავენ, თუნდაც ის მოსამართლეები, რომლებიც მას დაკითხვაზე იბარებენ. როგორც ყოფილ პრეზიდენტს, მას ოფიციალურ ღონისძიებებში საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტთან შეუთანხმებლად მონაწილეობის უფლება არა აქვს.

და მესამეც, ნიკოლა სარკოზი ემანუელ მაკრონმა გამოაგზავნა, ვინაიდან კარგად იცის მისადმი ქართველი ერის დამოკიდებულება. სტუმართა სია სულაც არ იყო მოკრძალებული. მასში მონაწილეობდნენ პარლამენტის სპიკერები ან მარშლები, რაც ერთი და იგივეა, სპიკერების მოადგილეები, მინისტრები, მინისტრების მოადგილეები და ა.შ.

გთხოვთ, არ შეადაროთ კოლინ პაუელის მობრძანებას მიხეილ სააკაშვილის პირველ ინაუგურაციაზე. ვარდების რევოლუცია და საერთოდ ე.წ. „ფერადი რევოლუციები“ მთლიანად ამერიკული პროექტი იყო და კოლინ პაუელი თავისი ქვეყნის წარმატებულ საგარეო პოლიტიკას ზეიმობდა. გახსოვთ, ვინ ჩამობრძანდა მიხეილ სააკაშვილის მეორე ინაუგურაციაზე 2009 წელს? მეტიუ ბრაიზას მეტი არავინ მახსენდება.

თუ ლოზუნგმა „არა მიშას“ თავისი როლი ნამდვილად შეასრულა, მოწოდება „არა სალომეს“ სრულიად უნაყოფოა. მეტიც, იმის ფონზე, როცა მსოფლიომ სცნო ჩვენი საპრეზიდენტო არჩევნები, დაუმორჩილებლობა და ობსტრუქცია იმდენად ქვეყანას კი არა, თვით პარტიას ავნებს

თავისი ფორმატიდან გამომდინარე, ინაუგურაცია სადად, დიდი გემოვნებით და რაც საქართველოსთვის უჩვეულოა, დათქმული დროის ზუსტ ჩარჩოებში ჩატარდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ქალბატონი სალომეს საინაუგურაციო გამოსვლა. მისი სიტყვა სახელმწიფო მოღვაწის უმკაცრეს საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობდა.

მოკლედ, საქართველოს ჰყავს ქალბატონი პრეზიდენტი, რაც ჩვენი დემოკრატიის აშკარა მიღწევაა.

ამის ფონზე აბსოლუტურად აბსურდულად მეჩვენება „ნაცმოძრაობის“ მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციები და პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მათი მოთხოვნები, რაც თუნდაც სუფთა ტექნიკურად შეუძლებელია.

თუ ლოზუნგმა „არა მიშას“ თავისი როლი ნამდვილად შეასრულა, მოწოდება „არა სალომეს“ სრულიად უნაყოფოა. მეტიც, იმის ფონზე, როცა მსოფლიომ სცნო ჩვენი საპრეზიდენტო არჩევნები, დაუმორჩილებლობა და ობსტრუქცია იმდენად ქვეყანას კი არა, თვით პარტიას ავნებს.

„ნაცმოძრაობა“ დღეს საკუთარი თავის ექსტრემიზებას აწარმოებს და ამით ნოყიერ ნიადაგს ქმნის პარტიის აკრძალვისთვის

ჩვენს მთავრობას სრულიად მარტივი გამოსავალი აქვს. რა ვქნათ, მათ შეუძლიათ თქვან, მსოფლიოში არსებობენ ექსტრემისტული ძალები, აიღეთ, მაგალითად, თუნდაც ფრანგული ეროვნული ფრონტი ან „ყვითელი ჟილეტების“ ულტრამემარცხენე ფრთა, ე.წ. „მტეხავები“ (Les casseurs”). და ჩვენი პარტნიორები ამ ახსნით დაკმაყოფილდებიან. სხვა სიტყვებით, „ნაცმოძრაობა“ დღეს საკუთარი თავის ექსტრემიზებას აწარმოებს და ამით ნოყიერ ნიადაგს ქმნის პარტიის აკრძალვისთვის.

- ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებასა და პრობლემებზე „ინტერპრესნიუსს“ თქვენთან ბევრჯერ უსაუბრია, მაგრამ რადგან 2018 წელი სრულდება, ამჯერადაც გვინდა თქვენთან ამ თემაზე საუბარი. ვიდრე ეკონომიკურ თემებზე ვიმსჯელებთ, ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე ფაქტია, რომ პოლიტიკურ თემებს გვერდს ვერ ავუვლით. თქვენ როგორ შეაფასებდით, „ქართული ოცნების“ მეექვსე წელს და 2018 წლის ბოლოს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?

- ამაზეც გვისაუბრია და სხვა რესპონდენტებმაც ბევრი საინტერესო მოსაზრება გააჟღერეს. მე მეჩვენება, რომ 2018 წელი ერთგვარი ზღვარი, რუბიკონია „ქართული ოცნებისთვის“. პარტიამ იგემა მოსახლეობის გაბრაზება და წყენა. ობიექტურები ვიყოთ, რეაქცია მყისიერი იყო და საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის უკვე ბევრი გაკეთდა.

ეხლა მთავარია „ქართულ ოცნებას“ თვითკმაყოფილება არ დაეუფლოს და „ნაცმოძრაობასთან“ კინკლაობაში მთელი თავისი ენერგია არ დახარჯოს

ეხლა მთავარია „ქართულ ოცნებას“ თვითკმაყოფილება არ დაეუფლოს და „ნაცმოძრაობასთან“ კინკლაობაში მთელი თავისი ენერგია არ დახარჯოს. გასაკეთებელი ბევრია და გაისად ხელისუფლებამ დადებითი ტენდენციები უნდა დაგვანახოს.

რაც მთავარია, შესაქმნელია სამუშაო ადგილები და შესამცირებელია სიდუხჭირე. რასაკვირველია, ერთ წელიწადში ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ მოსახლეობამ საკუთარ ან ახლობლების მაგალითზე უნდა დაინახოს დადებითი ტენდენციები. მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ღარიბი მოქალაქისთვის ისეთივე აბსტრაქციაა, როგორც ჩემთვის, ვთქვათ, ნობელის პრემიის მიღება.

მეჩვენება, რომ 2018 წელი ერთგვარი ზღვარი, რუბიკონია „ქართული ოცნებისთვის“. პარტიამ იგემა მოსახლეობის გაბრაზება და წყენა. ობიექტურები ვიყოთ, რეაქცია მყისიერი იყო და საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის უკვე ბევრი გაკეთდა

თუ „ქართულმა ოცნებამ“ გაართვა თავი მთავარ ამოცანებს, რომელიც მის წინაშე დგას, იგი კვლავაც დარჩება პოლიტიკურ სარბიელზე, როგორც მთავარი აქტორი. თუ არა, და რევანშისთვის ნოყიერი ნიადაგი მომწიფდება, ვინაიდან გავლენიანი მესამე, შუალედური ძლიერი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას მე, საუბედუროდ, სკეპტიკურად ვუყურებ.

- აღარავინ დავობს, რომ 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საპრეზიდენტო არჩევნების იყო. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულმა პერიპეტიებმა ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში დღის წესრიგის უმთავრესი საკითხები იქნება არა მხოლოდ ახლად არჩეული პრეზიდენტის ურთიერთობა თავის კონკურენტებთან, არამედ ის, თუ როგორი ურთიერთობა ექნება „ქართულ ოცნებას“ იმ პოლიტიკურ ძალასთან, - მხედველობაში მაქვს „ძალა ერთობაშია“ - ნაცმოძრაობა“, - რომელმაც ბოლო არჩევნებზე ქვეყნის მოქალაქეთა საკმაოდ ბევრი ხმა მიიღო.

თქვენი დაკვირვებით, შიდა პოლიტიკაში რა ტენდენციები დაგვანახა 2018 საპრეზიდენტო არჩევნებმა და სავარაუდოდ, რა გაგრძელება ექნება იმ ტენდენციებს, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა მოცემულობად აქცია?

- პოლიტიკური პროგნოზები საკმაოდ რთული და უმადური საქმეა, მე ნათელმხილველი არა ვარ. მაინც შევეცდები. უკვე მერამდენედ ჩვენ ხმას ვაძლევთ არა მავანის სასარგებლოდ, არამედ მავანის საწინააღმდეგოდ.

თუ „ქართულმა ოცნებამ“ გაართვა თავი მთავარ ამოცანებს, რომელიც მის წინაშე დგას, იგი კვლავაც დარჩება პოლიტიკურ სარბიელზე როგორც მთავარი აქტორი, თუ არადა, რევანშისთვის ნოყიერი ნიადაგი მომწიფდება

ამიტომ, ნუ ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ მას მილიონ ასორმოცდაათი ათასი მომხრე ჰყავს და ნუ ჰგონია „ნაცმოძრაობას“, რომ მათი მომხრეების რიცხვი შვიდასორმოცი ათასია. ჯობია „ქართულმა ოცნებამ“ შეიგნოს, რომ აქტიურ ამომრჩეველთა შორის შვიდასორმოცდაათი ათასი მისი წინააღმდეგია, ხოლო „ნაციონალებმა“ გაიაზრონ, რომ სულ მცირე მილიონ ასორმოცდაათი ათასი ამომრჩევლისთვის ისინი მიუღებლები არიან და ტონს დაუწიონ.

ამ გადმოსახედიდან სრულიად მიამიტურად მეჩვენება ეუთოს ან ევროკავშირის დამკვირვებელთა რჩევები, რომ საარჩევნო კამპანიაში ყურადღება პროგრამებს უნდა დათმობოდა. ვინ შეხედავდა ამ პროგრამებს? ვის ეცალა ამ პროგრამებისთვის, როცა თავისი შინაარსით საკმაოდ მოკრძალებული არჩევნები, რომლებიც ქვეყანაში ძალაუფლების განაწილებას ნამდვილად ვერ შეცვლიდა, ლამის ქვეყნის ყოფნა-არყოფნის დონეზე აზვირთეს? თანაც პროცესში ჩართულმა ორივე პოლიტიკურმა ძალამ.

მე მაინც მჯერა, რომ ბატონი გრიგოლ ვაშაძე მზად არ არის პოლიტიკური ხარაკირისთვის და ნელ-ნელა სიტუაციას დააწყნარებს

ახლა მე მაინც მჯერა რომ ბატონი გრიგოლ ვაშაძე მზად არ არის პოლიტიკური ხარაკირისთვის და ნელ-ნელა სიტუაციას დააწყნარებს. რა თქმა უნდა, იგი არ აღიარებს თავის შეცდომებს, ეს ხომ ქართული სიამაყის თანხვედრი არ იქნება, მაგრამ აქტიურ პოლიტიკურ დაუმორჩილებლობას მოერიდება.

მეჩვენება, რომ ჩვენ პოლიტიკური შტორმის შემდეგ სოციალური ზედაპირის თანდათანობითი დაწყნარება გველოდება და, როგორც იქნა, გაჩნდება აქტიური ეკონომიკური თუ სოციალური ქმედებების შესაძლებლობა.

თანაც ქალბატონი სალომეც მოწადინებულია ქმედითი ნაბიჯები გადადგას სამოქალაქო შერიგებისთვის და ამისთვის გამოიყენებს არა მარტო საკუთარ საკმაოდ შთამბეჭდავ გამოცდილებას, არამედ საერთაშორისო კავშირებსაც.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება და საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, შევხედოთ რეალობას

მერწმუნეთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება და საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, შევხედოთ რეალობას. იმედია, დიდად არ ვცდები.

- ვიდრე თქვენ ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ დაგიკავშირდებოდით, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა მოვიძიე. ამას წინათ პრესისთვის ცნობილი გახდა ეკონომიკის შესახებ სამწუხარო სტატისტიკა. საქართველოს ბიუჯეტის ფორმირება ძირითადად, დაახლოებით 300 ბიზნესსუბიექტის ხარჯზე ხდება. მათ შორის ლიდერობს 50 მსხვილი კომპანია ვაჭრობისა და აზარტული სფეროდან.

ყველაზე მსხვილ 50 კომპანიას შორის მხოლოდ 8 მწარმოებელია, 10 ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის მხოლოდ ერთია მწარმოებელი, 3 ტოტალიზატორი, დანარჩენი იმპორტიორია.

გამოდის, ყველაზე მეტად დამსაქმებელი კომპანიები შემოტანილი ნაწარმისა თუ საქონლის დამყიდველები არიან, ქვეყანაში ბევრი არც არაფერი იქმნება, რაც იწვევს უმუშევრობას და ქვეყნიდან ვალუტის გადინებას. რა დასკვნების საშუალებას იძლევა ეს სტატისტიკა?

- ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ის კი არ არის საგანგაშო, რომ ბიუჯეტის ფორმირებაში ლომის წილს მსხვილი კომპანიები უზრუნველყოფენ, რომელთა რიცხვიც, რასაკვირველია, მცირეა. საგანგაგშო ისაა, რომ საქართველოში მწარმოებლური ეკონომიკა არ ვითარდება.

არ მინდა ერთისა და იმავეს ათასჯერ გამეორება, მაგრამ მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ ადგილობერივ რესურსებზე დაფუძნებული მწარმოებლური ეკონომიკის განვითარების გარეშე ქვეყანა მუდამ სიღარიბისთვის იქნება განწირული.

მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ ადგილობრივ რესურსებზე დაფუძნებული მწარმოებლური ეკონომიკის განვითარების გარეშე ქვეყანა მუდამ სიღარიბისთვის იქნება განწირული

ჩვენ ვერ გადავალთ და არც უნდა გადავიდეთ პოსტინდუსტრიულ სტადიაზე, როცა ქვეყანაში დამატებული ღირებულების 70% მომსახურების სფეროში იქმნება, მაგალითად, შვედეთში.

ჯერ კეთილი ვინებოთ და მივაღწიოთ შვედეთის ინდუსტრიული განვითარების დონეს. ინოვაციური ეკონომიკა კარგია, მაგრამ ქვეყანაში უნდა იწარმოებოდეს ფართო მოხმარების საგნების უმრავლესობა და ეკვივალენტად ელიავასა თუ ლილოს ბაზრობაზე ჩინური თუ თურქული წარმოების იაფფასიანი და უხარისხო ნაწარმი არ უნდა გვესახებოდეს.

- საქართველოში რეგისტრირებულია 709 729 ბიზნესსუბიექტი, რომელთა შორის აქტიურია მხოლოდ 184 660, მათ შორის კი 180 437 კერძო პირია.

2018 წლის მე-3 კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა და გამომუშავებულმა პროდუქციამ შეადგინა 21,8 მილიარდი ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,3%-ით მეტია. შესაბამისად 6,6%-ით გაიზარდა გამომუშავებული პროდუქციის მაჩვენებელი და მიაღწია 10,7 მილიარ ლარს. აღსანიშნავია, რომ ამ მოცემულობას ქმნის მსხვილი ბიზნესის 44,3%, საშუალო ბიზნესის 23, 6% და მცირე ბიზნესის 32,1%.

სტატისტიკით, ეკონომიკური ზრდა კი ფიქსირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბიზნესსუბიექტების მხოლოდ მესამედზე ნაკლებია აქტიური. თქვენ როგორ შეაფასებდით, ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას და თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ბიზნესსუბიექტების მხოლოდ მესამედზე ნაკლებია აქტიური?

- თქვენ რამდენიმე გარემოებას გაუსვით ხაზი, ამიტომ მინდა ყველა მათგანს შევეხო. პირველი. საქართველოში კომპანიის დაფუძნება ძალიან მარტივია, მაგრამ კომპანიის ლიკვიდაცია ერთობ რთულია. ამას დიდი ძალისხმევა, დიდი ხარჯები და სულ მცირე ექვსი თვე ჭირდება. ეს საქართველოს კანონმდებლობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზია სამეწარმეო სფეროში.

ამიტომ ადამიანები აფუძნებენ კომპანიებს და მერე თუ ვეღარ აამუშავეს ან ამ კომპანიებში საჭიროება გაქრა, აკონსერვებენ მათ, მაგრამ ლიკვიდაციას გაურბიან. ეხლა მეორე. თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოში 184660 აქტიური ბიზნესსუბიექტია. ბევრია ეს თუ ცოტა?

ეკონომიკა იზრდება და რაც მთავარია, პროდუქციის 55.7%-ს მცირე და საშუალო ბიზნესი აწარმოებს. ეს უკვე ძალიან კარგია და ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და პროექტის „აწარმოე საქართველოში“ შედეგი

დათვალეთ თვითონ. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს ოთხნახევარი მილიონი ადამიანი, ანუ ერთი ბიზნესსუბიექტი 24,37 ადამიანზე მოდის ბავშვებისა და პენსიონერების ჩათვლით. ეს არც ისე ცოტაა.

მესამე. თქვენივე მონაცემებით, არ მინდა შევეკამათო მათ, ეკონომიკა იზრდება და, რაც მთავარია, პროდუქციის 55.7%-ს მცირე და საშუალო ბიზნესი აწარმოებს. ეს უკვე ძალიან კარგია და ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და პროექტის „აწარმოე საქართველოში“ შედეგი.

- ეკონომიკაზე საუბრისას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი 4-პუნქტიან გეგმაზე ამახვილებდა ყურადღებას. ქვეყანაში უმუშევრობის დონე და სავალალო ფინანსური მდგომარეობა, - მხედველობაში მაქვს ლარის გაუფასურება, - ხელისუფლებას უბიძგებს იმიკენ, რომ კორექტივები შეიტანოს თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში.

რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდი სერიოზულ კორექტივებს შეიტანს თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში და გარდატეხას შეიტანს იმ სამარცხვინო ტენდენციების დაძლევაში, რაც დღეისათვის რეალურად არსებობს?

- მიუხედავად იმისა, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი მომწონს როგორც პიროვნება, ჩემი მოსაზრება მის ოთხპუნქტიან გეგმაზე კარგად იცით. მე ეს გეგმა თავისი ლაკონურობითა და ზოგადი ხასიათით ოდნავ მწარედ მარქსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტსაც“ კი შევადარე.

ცხადია, რომ მთავრობა განსხვავებულ ეკონომიკურ სტრატეგიას გეგმავს, მაგრამ როგორია ეს სტრატეგია, ჩემთვის გამოუცნობია, როგორც პრინცესა ტურანდოტის სამი გამოცანა.

ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპებით, რაც ძირფესვიანად შესაცვლელია. ჩვენ რამდენიმე წლით ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი გვჭირდება

ცხადია ისიც, რომ მმართველ გუნდში რაღაც ფორმით გადახალისება მოხდება და რომ იგი ყველაფერს გააკეთებს ეკონომიკური განვითარებისთვის. სხვა საკითხია, რამდენად წარმატებული იქნება ხელისუფლება ამ ძალისხმევაში და რამდენად სწორი იქნება მისი სტრატეგია. ეს უკვე პროფესიონალიზმის საკითხია და აქ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

მე არ დავარქმევდი არსებულ ტენდენციებს სამარცხვინოს. თქვენივე მონაცემებით, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპებით, რაც ძირფესვიანად შესაცვლელია. ჩვენ რამდენიმე წლით ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი გვჭირდება.

- კარგა ხანია ჩვენი ეკონომიკის პრობლემა იმაშია, რომ სამომხმარებლო კალათის 80-70% შემოტანილ საქონელზე მოდის. თქვენი დაკვირვებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში რამდენად შეიცვალა ამ თვალსაზრისით ვითარება? თუ შეიცვალა, რის ხარჯზე?

- თქვენი მოსაზრება ახალი ხილი არ არის. მე თანაავტორებთან ერთად ეს გარემოება ჯერ კიდევ 2011 წელს აღვნიშნე, როცა გამოვაქვეყნეთ მონოგრაფია მოკრძალებული სახელწოდებით - „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა“. მას შემდეგ შეიცვალა რამდენიმე ფუძემდებლური გარემოება.

პირველი, - შეიქმნა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამა და, რაც მთავარია, შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რამდენიმე ასეული თანამედროვე გადამამუშავებელი მცირე და საშუალო საწარმო.

შემოტანილ სასურსათო პროდუქციას გაუჩნდა ქართული კონკურენტი. ვინღა ყიდულობს უცხოურ რძეს, არაჟანს, ხაჭოს, კვერცხს, ლორს, ხორცს, გაჩნდა ევროპული ხარისხის ქართული წვენები და ა.შ.

მეორე, - მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკონკურსო საფუძველზე ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფული.

მესამე, - დაფუძნდა სხვადასხვა სახის თანადაფინანსებისა და საინვესტიციო ფონდები.

მეოთხე, - ჯერ კიდევ ბატონი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის პერიოდში გამოცხადდა ჩემი აზრით საკმაოდ წარმატებული პროექტი „აწარმოე საქართველოში“.

მეხუთე, - შემოტანილ სასურსათო პროდუქციას გაუჩნდა ქართული კონკურენტი. ვინღა ყიდულობს უცხოურ რძეს, არაჟანს, ხაჭოს, კვერცხს, ლორს, ხორცს, გაჩნდა ევროპული ხარისხის ქართული წვენები და ა.შ.

მეექვსე, - აქტიურად მიდის გზებისა და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა.

კიდევ ალბათ რაღაც დამავიწყდა.

- რამდენად წარმატებული და ეფექტურია მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „აწარმოე საქართველოში? შეგიძლიათ დაასახელოთ მისი ეფექტურობის ყველაზე ხელშესახები მაგალითი?

- მე ეს პროექტი მომწონს და ვისურვებდი რომ იგი, სულ მცირე, გახუთმაგებულიყო.

- რადგან წელი მთავრდება უნდა გკითხოთ - რას მიიჩნევდით 2018 წელს მთავრობის ყველაზე წარმატებულ და წარუმატებელ ეკონომიკურ პროექტებად?

ყველაზე წარმატებული ალბათ მაინც ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაა. ამ პროექტს არა მარტო ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს

- რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ყველაზე წარუმატებელია ინფრასტრუქტურული პროექტების შეყოვნება. ამაში ბრალი არა მარტო მთავრობას, არამედ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ჩემი აზრით, სრულიად მახინჯ კანონს მიუძღვის.

ყველაზე წარმატებული, ალბათ, მაინც ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაა. ამ პროექტს არა მარტო ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

- დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია სახელმწიფო ვალის ოდენობაზე. მართალია, სახელმწიფო მათ იხდის, მაგრამ როგორც ირკვევა სახელმწიფო ვალის ოდენობა მაინც დიდია. რამდენად სახიფათოა სახელმწიფო ვალის ოდენობა?

მოდით, ვთქვათ სიმართლე - ყველა წინა ადმინისტრაცია ვალს მხოლოდ იღებდა. „ქართული ოცნების“ მთავრობა კი განწირულია ვალის გადახდაზე

- სახელმწიფო ვალი ყველა ქვეყანას აქვს, მთავარია, იგი მთლიანი შიგა პროდუქტის წლიურ მნიშვნელობაზე მეტი არ იყოს. ამ თვალსაზრისით, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.

მოდით, ვთქვათ სიმართლე - ყველა წინა ადმინისტრაცია ვალს მხოლოდ იღებდა. „ქართული ოცნების“ მთავრობა კი განწირულია ვალის გადახდაზე.

- ოპოზიცია მთავრობას იმას საყვედურობს, რომ მას წლის ბოლომდე გაუხარჯავი რჩება 2-3 მილიარდი ლარი და გაუგებარია 2 კვირაში ამ თანხავს როგორ აითვისებს. მაშინ, როცა ამ თანხით უამრავი კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა, თქვენი აზრით, რატომ ვერ შეძლო 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღრული 2-3 მილიარდი ლარის დახარჯვა? რა უნდა ვიფიქროთ, შარშანდელი ბიუჯეტი იყო არასწორად დაგეგმილი თუ მთავრობამ ჩააგდო გარკვეულ სფეროებში საქმეების გაკეთება?

ყველაფერი „ნაცმოძრაობის“ მიერ შექმნილ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მახინჯ კანონს უნდა დავაბრალოთ, რომლის მიხედვით მთავარი კრიტერიუმი არა მაქსიმალური ხარისხი, არამედ მინიმალური ფასია

- ამაზე უკვე მოგახსენეთ - ყველაფერი „ნაცმოძრაობის“ მიერ შექმნილ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მახინჯ კანონს უნდა დავაბრალოთ, რის გამოც სატენდერო ვადები იწელება, ტენდერები უქმდება და ხელახლა ცხადდება, ვინაიდან კანონის მიხედვით მთავარი კრიტერიუმი არა მაქსიმალური ხარისხი, არამედ მინიმალური ფასია.

- პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. თქვენ როგორ შეაფასებდით 2019 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს? თქვენი დაკვირვებით, რამდენად იქნება 2019 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაზე, რასაც ასე საჭიროებს ქვეყანა?

- ბიუჯეტის პროექტზე საუბარი არ მინდა, მისი პარამეტრები შეიძლება დრამატულად შეიცვალოს. კიდევ ხომ გვექნება საუბარის შესაძლებლობა, როცა პარლამენტი ბიუჯეტს მიიღებს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს