ფოთში საკრებულოს რიგგარეშე  სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატება, სოციალურ პაკეტში დარჩენილი თანხა და მრავალშვილიან ოჯახებზე დაწესებული რეგულაციები გააპროტესტესტეს. მათი შეფასებით, ეს სამარცხვინო ფაქტია.

,,ხალხი შიმშილით იხოცება და ესენი კი ხელფასებს იმატებენ წლის ბოლოს. ფოთი საერთოდ განადგურებულია, არაფერი კეთდება ამ ქალაქში. არჩევნები მოიგეს კრიმინალებით, ხახვით, კარტოფილით , ფულის გაცემით, დაშანტაჟებითა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. ხელფასებს და პრემიებს უმატებენ საჯარო მოხელეებს, დაუფასეს არჩევნებში გაწეული შრომა. ეს არ არის გასაპროტესტებელი? სოციალური პაკეტიდან მორჩათ თანხა და ამ თანხას სხვა მუხლზე, რომ გადაიტან, სამარცხვინოა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, ოპოზიციის პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, ყველა ქმედება კანონით არის განსაზღვრული.

„ეს არჩევნების წინ რომ გაგვეკეთებინა, იტყოდნენ, წახალისების მიზნით უმატებენ ხელფასებსო. ეს არის კანონით განსაზღვრული ქმედება, რაც დავუდასტურეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას. რაც შეეხება სოციალურ პაკეტში დარჩენილ თანხას, გამოყენებული იქნება სხვა ხარჯებისთვის,“- აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა