ეკა ბესელია - საერთოდ რატომ იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სალომე სამადაშვილი, მართალი გითხრათ, ვერ გავიგე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საერთოდ რატომ იყო სალომე სამადაშვილი, რომელმაც არც რეგლამენტი იცის და არც ერთი კანონპროექტი არ წაუკითხავს, მართალი გითხრათ, ვერ გავიგე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც სამადაშვილის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლის საკითხს გამოეხმაურა.

ეკა ბესელიას თქმით, ის ოპოზიციას არ მისცემს იმის უფლებას, რომ კომიტეტში „მიტინგები მოაწყონ".

„თქვენ უნდა ნახოთ, ყველაზე მეტი გამცდენი სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლები გახლავთ. მუდმივად აგზავნიან წერილებს, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ ცხადდებიან და ამ დროს, იმავე წუთს შესაძლოა იხილოთ, რომელიმე პოლიტიკურ შოუში. არ კითხულობს არც ერთ კანონპროექტს, მაგრამ ზუსტად ისეთივე ხელფასს იღებს, როგორსაც ნებისმერი ჩვენგანი. ასე რომ, გადაწყვიტონ სად უნდათ იყვნენ. მე ნამდვილად არ მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ აქ მიტინგები მოაწყონ",-განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, ოპოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქმიანობის შესაძლებლობა არ ეძლევა და მის შემადგენლობაში დარჩენას აზრი არ აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა