ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა „ინპორტი“ დასრულდა

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა „ინპორტი“ დასრულდა, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ პორტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ხუთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა პირველად შარშან დაიწყო და წელს მეორე ნაკადი ჰყავს.

,,ინპორტის“ წლევანდელ პროექტში 12 ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელთაგან 9 დავასაქმეთ, 3 კი ორთვიან სტაჟირებას აგრძელებს. ვიმედოვნებთ, რომ ისინიც მალე შეუერთდებიან ჩვენი გლობალური კომპანიის გუნდს. მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესის შედეგად, რომელიც ეფუძნება ორგანიზაციულ და ქცევით უნარებს, ასევე ბიზნეს საჭიროებებს, პროგრამაში ჩართული სხვადასხვა პროფესიის მქონე მონაწილეები ხუთი თვის მანძილზე გადიან ორ - თეორიული და პრაქტიკული მოდულისგან შემდგარ პროგრამას. ორთვიანი თეორიული კურსის შემდეგ, რომელიც ძირითადად ორგანიზაციული და მმართველობითი უნარების გამომუშავება-განმტკიცებას ემსახურება, მონაწილეები პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს თავიანთი ინტერესებისა და საგანმანათლებლო პროფილიდან გამომდინარე ნავსადგურის სხვადასხვა დეპარტამენტში გადიან, რაც მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაეცნონ ამა თუ იმ სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და მიიღონ გააზრებული კარიერული გადაწყვეტილება. პროგრამა თავისი კონცეფციით საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადებას ისახავს მიზნად, რაც, ვფიქრობთ გააუმჯობესებს ფოთის პორტის სამომავლო საქმიანობას“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, შარშან განხორციელებულ პროგრამაში 14 მონაწილიდან პროექტს 12 კურსდამთავრებული ჰყავდა. პროგრამის დასრულების შემდეგ კი 8 მათგანი ფოთის პორტში დასაქმდა და ისინი დღესაც აგრძელებენ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობას.

„წლევანდელი გაუმჯობესებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ „ინპორტის“ პროგრამა კომპანიისთვის ნამდვილად წარმატებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა,“- აცხადებენ ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო