თემურ აბაზოვი - მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გამამართლებს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, აზერ სულიემანოვის, ელჩინ გულიევისა და რამინ ალახვერდიევის საქმეზე, მოწმეთა დაკითხვა დასრულდა. დღეს სასამართლოს მიერ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის გამომძიებლები დაიკითხნენ, რომელთაც გამოძიების პროცესში მოძიებულ და მოკვლეულ მტკიცებულებებზე ისაუბრეს.

სხდომას ესწრებოდა თემურ აბაზოვი. მისი განცხადებით, ის უდანაშაულოა და იმედი აქვს, რომ სასამართლო მას გაამართლებს.

„მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ვარ უდანაშაულო, ვარ მსხვერპლი, ჩემი ოჯახია პირველ რიგში მსხვერპლი. მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გამამართლებს. შედგა საპროცესო გარიგება, შემეფარდა გირაო. ხედავთ, რომ ჩვენ პროცესზე ჩვეულ რეჟიმში ვცხადდებით ხელს არ ვუშლით სასამართლო პროცესს" - განაცხადა სხდომის დასრულებისას თემურ აბაზოვმა.

თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა, მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად. სასამართლომ აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ